ტრამპი: ამ არჩევნებზე გადავწყვეტთ, შევინარჩუნებთ თუ არა ამერიკულ ოცნებას

აშშ-ის ამჟამინდელი ლიდერი, დონალდ ტრამპი გუშინ ოფიციალურად დათანხმდა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატურას და ნოემბრის არჩევნებში ამ თანამდებობისთვის ბრძოლას. ამის შესახებ მან თეთრ სახლში რესპუბლიკური პარტიის სიტყვის გამოსვლის დროს განაცხადა.

ტრამპმა აღნიშნა, რომ ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნები ყველაზე მნიშვნელოვანია ამერიკის ისტორიაში.

“მიუხედავად ჩვენი ქვეყნის სიდიადისა, ყველაფერი რასაც ჩვენ მივაღწიეთ, ახლა საფრთხის წინაშეა. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები ჩვენი ქვეყნის ისტორიაში”, – განაცხადა ტრამპმა.

“არასდროს ჰქონია ამომრჩეველს ამაზე მკაფიო არჩევანი პარტიებს შორის-ორი ხედვა, ორი ფილოსოფია, ორი წესრიგი. ამ არჩევნებზე გადავწყვეტთ, შევინარჩუნებთ თუ არა ამერიკულ ოცნებას  ან დავუშვებთ, რომ სოციალისტურმა დღის წესრიგმა გაანადგუროს ჩვენი სანუკვარი ბედი. ეს არჩევნები გადაწყვეტს, დავიცავთ თუ არა ამერიკული ცხოვრების წესს”, – თქვა პრეზიდენტმა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად