ტრამპი: ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს ჯარების გაგზავნა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება იყო

ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს ჯარების გაგზავნა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება იყო. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის Twitter-ის გვერდზე დაწერა.

“შეერთებულმა შტატებმა ახლო აღმოსავლეთში განხორციელებულ სამხედრო ოპერაციებსა და პოლიციურ საქმიანობაზე $ 8 ტრილიონი დოლარი დახარჯა. ათასობით ჩვენი შესანიშნავი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაშავდა. ამ მხარეში მილიონობით ადამიანი დაიღუპა”,- წერს ტრამპი.

თეთრი სახლის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთში სხვადასხვა ჯგუფებს შორის კონფლიქტი დიდი ხანია გრძელდება, თუმცა აშშ-ს ჩარევა საჭირო არ ყოფილა.

“ახლა ჩვენ ნელ- ნელა და ფრთხილად დავაბრუნებთ სამშობლოში ჩვენს მშვენიერ ჯარისკაცებსა და სამხედრო აღჭურვილობას… ეს სულელური, გაუთავებელი ომები ჩვენთვის დასრულდა!”, – დასძინა აშშ-ს პრეზიდენტმა.

შეერთებულმა შტატებმა სირიაში “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ბრძოლა 2014 წელს დაიწყო. გადაწყვეტილება ტრამპის წინამორბედმა, ბარაკ ობამამ მიიღო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად