ტყის ხანძრებისა და ქარიშხალ “სალის” გამო, ორეგონსა და ფლორიდაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ორეგონისა და ფლორიდის შტატებში, ტყის ხანძრებისა და ქარიშხალ “სალის” გამო. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსამსახურმა განაცხადა.

”პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დააკმაყოფილა ადგილობრივი მთავრობის მოთხოვნა ორეგონში ყველაზე დიდი ბუნებრივი კატასტროფის გამოცხადების შესახებ”, – ნათქვამია განცხადებაში.

თეთრი სახლის პრეს-სამსახურმა დაამატა, რომ აგრეთვე ფლორიდაში საგანგებო სიტუაციაა გამოცხადებული. გარდა ამისა, ამერიკის ლიდერმა გასცა განკარგულება ფედერალური დახმარების გაწევის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებისთვის სტიქიის შედეგების წინააღმდეგ საბრძოლველად.

ორეგონის გუბერნატორმა კიტ ბრაუნმა სამშაბათს განაცხადა, რომ შტატში ხანძრების შედეგად ათი ადამიანი დაიღუპა, 22 კი დაკარგულადაა მიჩნეული. სახანძრო ცენტრის ბოლო მონაცემებით, მხოლოდ დასავლეთის ათ შტატში მოქმედებს 87 ძირითადი ხანძარი, რომელთაგან ზოგიერთმა რეკორდულ რაოდენობას მიაღწია. მათი საერთო ფართობი დაახლოებით 1,8 მილიონი ჰექტარია.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ქარიშხალი “სალი” ფლორიდის, მისისიპისა და ლუიზიანის სანაპიროებს რამდენიმე საათში მიაღწევს. ატმოსფერული ფენომენის შიგნით ქარის სიჩქარეა 44,4 მ/წმ, რაც შეესაბამება მეორე კატეგორიას. ქარიშხალი მდებარეობს ქალაქ მობილის (ალაბამა) სამხრეთით 105 კმ-ზე და გადაადგილდება ჩრდილოეთით 4 კმ/სთ სიჩქარით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად