ტყის ხანძრების გამო, ავსტრალიის დედაქალაქში აეროპორტი დროებით დაიხურა

კანბერას მახლობლად, ტყის ხანძრის გამო, ადგილობრივი ხელისუფლება იძულებული გახდა, დედაქალაქის აეროპორტი დროებით დაეხურა.

ჰაერის მაღალმა ტემპერატურამ და ძლიერმა ქარმა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ხანძრის ახალი კერების გაჩენას შეუწყო ხელი.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, აეროპორტის სამხრეთით უკონტროლო ხანძარი პირდაპირ საფრთხეს უქმნის ადგილობრივ ტერიტორიაზე დასახლებულ მოსახლეობას.

”ხანძარმა შესაძლოა ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას. ამ გარეუბნებში ხალხი პირდაპირი საფრთხის წინაშეა და დაუყოვნებლივ უნდა მოიძიონ თავშესაფარი, რადგან ხანძარი ახლოვდება”, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებაში.

ავსტრალიაში გასული წლის სექტემბრიდან ტყეების ხანძრის უპრეცედენტო ტალღა დაიწყო, რამაც უზარმაზარი ზიანი მიაყენა მოსახლეობას, ფლორასა და ფაუნას. 2019 წლის სექტემბრიდან ავსტრალიაში ხანძრის შედეგად  მინიმუმ 30 ადამიანი დაიღუპა, განადგურებულია 2 ათასზე მეტი სახლი. ხანძარმა დაახლოებით 10 მილიონი ჰექტარი ტყე გაანადგურა. დაიღუპა უამრავი ცხოველი, მათ შორის კოალები და კენგუროები.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად