ტყიბულში ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრის ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით აღიძრა

ტყიბულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე 33 წლის მამაკაცი დაჭრეს. მას ოპერაცია ჩაუტარდა. მომხდართან დაკავშირებით ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „აიპრესს“ განუცხადეს, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება სსსკ-ის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

კომენტარები
იტვირთება...