ტყიბულის პოლიციის განყოფილებაში მკვლელობის საქმეზე 5 პირის გამოკითხვა მიმდინარეობს

ამ დრომდე უცნობია, ისინი მოწმის სტატუსით იკითხებიან, თუ გამოძიება მათ 40 წლამდე მამაკაცის მკვლელობის საქმესთან შემხებლობას ედავება.

შემთხვევა წუხელ ღამით მოხდა. მამაკაცი საკუთარ ავტომობილში ჩაცხრილეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში “აიპრესს” განუცხადეს გამოძიება სსსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ადგილზე ამ დრომდე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად