ტყიბულის მერიის ქონების მართვის სამსახურის თანამშრომელი ზაალ ვაჩაძე დააკავეს

ტყიბულის მერიის ქონების მართვის სამსახურის თანამშრომელი ზაალ ვაჩაძე დააკავეს.

ვაჩაძე სამართალდამცველებმა დღეს აიყვანეს, რასაც ტყიბულის მერი ადასტურებს.

თემურ ჩუბინიძის თქმით, მერიის თანამშრომელი ქრთამის აღების ფაქტზეა დაკავებული. სხვა დამატებითი დეტალები ამ დროისთვის მისთვისაც უცნობია.

ზაალ ვაჩაძე ტყიბულის მერიაში 2012 წლიდან მუშაობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...