ტყემალაძის და მეჭიაურის კომიტეტმა ეროვნული ბანკის ანგარიშს არადამაკმაყოფილებელი შეფასება მისცა

პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო პოლიტიკის და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტებმა, ეროვნული ბანკის 2014 წლის წლიურ ანგარიშს, არადამაკმაყოფილებელი შეფასება მისცეს.

როგორც ზურაბ ტყემალაძემ აღნიშნა, ეროვნული ბანკის სავალუტო პოლიტიკა დამაკმაყოფილებელი არ იყო და ეროვნულმა ბანკმა, დაკისრებული მოვალეობების შესრულება ვერ შეძლო.

“2014 წელს, რეფინანსირების სესხის მოცულობა გაიზარდა, ასევე, ეროვნულმა ბანკმა, სავალუტო ფონდის ვალი დაფარა, რომელიც 254 მილიონს შეადგენდა. შესაბამისად, ეროვნული ბანკის წლიურ ანგარიშს არადამაკმაყოფილებელ შეფასებას ვაძლევთ”, – განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად