ტყემალაძე: “ნაცმოძრაობას” შოუს მოწყობის და სხდომის ჩაშლის მცდელობა ჰქონდა, მაგრამ არ გამოუვიდათ

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ დღეს მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, ე.წ. ბოქლომების დადების აქციების მომსწრეა საზოგადოება, რაც ღიმილისმომგვრელია.

“დღეს დილიდან გარკვეული ე.წ. ბოქლომის დადების აქციები მიმდინარეობს, რაც გარკვეულწილად ღიმილისმომგვრელია. საკრებულოში, სხდომათა დარბაზში ჩვენს კოლეგას „ნაციონალური მოძრაობიდან“ შოუს მოწყობის და სხდომის ჩაშლის მცდელობა ჰქონდა, მაგრამ არ გამოუვიდა, რადგან ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა.

მიმდინარე წელს დედაქალაქში ჩვენ საკმაოდ მასშტაბური ღონისძიებები და პროექტები განვახორციელეთ და ვახორციელებთ. მომავალი წლის ბიუჯეტით ძალიან ამბიციური გეგმები გვაქვს განსაზღვრული, რომელსაც დღეს ვიხილავთ. ეს გადაწყვეტილებები მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. ასე რომ, ჩვენ სამუშაო რეჟიმს ვაგრძელებთ,“- განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.

გიორგი ტყემალაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. მისი განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენელმა იცრუა პირდაპირ ეთერში, როდესაც განაცხადა, რომ საკრებულოში ადამიანთან გარკვეული ჯგუფი არ შეუშვეს.

საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითეს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ შოუს და სპექტაკლის დადგმა სურდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად