ტყეკაფებამდე მისასვლელი გზების აღდგენის სამუშაოები, ქვეყნის მასშტაბით სრულდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ზამთრის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, ტყეკაფებამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზების აღდგენის სამუშაოებს ქვეყნის მასშტაბით ასრულებს.

გზების მოწყობა-რეაბილიტაცია გურიის მაღალმთიან სოფლებში მთისპირში, ზოტსა და შუა სურებში განხორციელდა.

სატყეო გზების რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების ჩატარებასა და ტყის მოვლა-აღდგენის სამუშაოებს.

აგრეთვე, მოსახლეობას გაუადვილდება სააგენტოს მიერ გამოყოფილი ტყეკაფებიდან საშეშე მერქნის გამოტანა. სამუშაოების შედეგად გაუმჯობესდება ხანძრებთან ბრძოლის ღონისძიებების ეფექტურობაც.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...