Toyota, სამუხრუჭე სისტემის დეფექტის გამო უკან 143 ავტომობილს გაიხმობს

იაპონური ავტოკონცერნი Toyota აშშ-ში 143 ავტომობილს გაიხმობს, რისი მიზეზიც სამუხრუჭე სისტემასთან და უსაფრთხოების ბალიშებთან დაკავშირებული ხარვეზები გახდა.

კერძოდ, უკან გახმობილი იქნება 96 ათასი Land Cruiser და Lexus LX570, რომლებიც 2018 და 2019 წლებში გამოშვებული. გარდა ამისა, კომპანია უკან გაიხმობს დაახლოებით 47 ათას პიკაპს Tacoma, რომელიც ამავე წლების გამოშვებაა.

უკან გახმობის მიზეზი კი ავტომობილებში სამუხრუჭე და უსაფრთხოების სისტემებთან დაკავშირებული პრობლემები გახდა. სამუხრუჭე სისტემის დეფექტმა კი შესაძლოა სამუხრუჭე სითხის გაჟონვა გამოიწვიოს. ამასთან, უსაფრთხოების სისტემასთან დაკავშირებული პრობლემა წინა და უკანა უსაფრთხოების ბალიშებს ეხება, რომლებიც, დეფექტის გამო, შესაძლოა საჭირო დროს არ გაიბეროს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად