„ტოტენჰემ ჰოტსპურიდან” დათხოვნიდან ორი კვირის შემდეგ ჟოზე მოურინიო „რომას” მწვრთნელი გახდა

19 აპრილს „ტოტენჰემ ჰოტსპურიდან” დათხოვნილმა ჟოზე მოურინიომ ორ კვირაში „რომასთან” გააფორმა კონტრაქტი

იტალიური პრესის ცნობით, 19 აპრილს „ტოტენჰემ ჰოტსპურიდან” დათხოვნილ ჟოზე მოურინიოსთან „რომას” მფლობელ დენ და რაიან ფრიდკინებთან და კლუბის სპორტულ დირექტორ, პორტუგალიელ ტიაგუ პინტუსთან შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი მომავალი სეზონიდან დაწყებული 2024 წლის 30 ივნისის ჩათვლით „რომას” მწვრთნელად იმუშავებს.

ჟოზე მოურინიო „რომას” მწვრთნელის პოსტზე სეზონის დასრულებისთანავე თანამემამულე პაულუ ფონსეკას შეცვლის.

ჟოზე მოურინიო იტალიაში 2008-2010 წლებში მილანის „ინტერის” მწვრთნელად მუშაობდა. „ინტერი” მისი ხელმძღვანელობით ორჯერ იტალიის ჩემპიონი, ერთხელ, 2009-2010 წლების სეზონზე კი ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი გახდა.

კომენტარები
იტვირთება...