ტოშინოშინის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე გახდა (ვიდეო)

ტოკიოში აკი ბაშოს მეთორმეტე დღის შეხვედრები გაიმართა.

ტოჩინოშინის მეტოქე აკი ბაშოზე იმპერატორის თასის მოპოვების ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი მიტაკეუმი იყო. ტოცინოშინის მიერ კარგად განხორციელებული შეტაკებისთანავე გოიჯმა ბრძოლის შეწყვეტის ნიშანი მისცა და მეტოქეები თავიდან დააყენა სასტარტო პოზიციაზე. ამჯერად მიტაკეუმმა მოახეხრხა დაწყებისთანავე აეღო ინიციატივა ხელში და მან ეს უპირატესობა ბოლომდე მიიყვანა ტოჩინოშინს ბალანსი 5:7-თან გაუხდა და მისი მდგომარეობა უაღრესად დამძიმდა. მას დარჩენილ სამ შეხვედრაში სამი გამარჯვება ესაჭიროება ოძეკის წოდების შესანარჩუნებლად. ხვალ ტოჩინოშინო რიუდენს (ბალანსი აკი ბაშოზე 6:6) შეხვდება. ჯურიო დივიზიონში ნაადრევად გაიფორმა მაკე-კოჩი გაგამარუმ. იგი შიტატენაგეს ილეთით დამარცხდა კირიბაიამასთან, ბალანსი 4:8-თან გაუხდა.

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად