ტორპედო პირველ გამარჯვებას ზეიმობს

რამდენიმე წუთის წინ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე ჩატარებული თბილისის „მერანის“ და ქუთაისის „ტორპედოს“ მატჩით დასრულდა „კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 1:-ის მე-4 ტური. შეხვედრა იმით იყო საინტერესო, რომ ერთ-ერთ ყველაზე ტრადიციულ და ტიტულოვან ქართულ კლუბს – ტორპედოს“ სასტარტო 3 ტურში გამარჯვება არ ჰქონდა ნაგემი და ნათელი იყო, რომ ქუთათურები ლიგის დებიუტანტთან შეეცდებოდნენ ნავსის გატეხვას.

მათ ამ ამოცანას წარმატებით გაართვეს თავი და მოპოვებული 3 ქულის წყალობით მათთვის შეუფერებელი სატურნირო ცხრილის სარდაფიდან მაღლა ამოიწიეს.

„ტორპედომ“ სეზონი კატასტროფულად დაიწყო: პანდემიამდე ჩატარებულ ორივე შეხვედრაში გუნდმა მარცხი განიცადა, რის გამოც პაუზის შემდგომ ჩემპიონატის განახლებას ლიხსიქითელები ცარიელი სატურნირო ყულაბით შეხვდნენ. თუმცა, გაცილებით უარესიც კი შეიძლებოდა მომხდარიყო: ფინანსური სკანდალის და ვალების გამო ქუთაისურმა კლუბმა პრაქტიკულად ბეწვის ხიდზე გაიარა, სულ ბოლო მომენტში გამოუჩნდა იტალიელი ინვესტორი, რომელმაც უმძიმეს ვითარებაში მყოფი კლუბი ჩაიბარა და :ტორპედო“ გადარჩა, თან ქულების დაგროვებასაც შეუდგა: მე-3 ტურში ქუთათურებმა ჯერ მათსავით მძმე მდგომარეობაში მყოფ „ჩიხცურასთან“ უხვგოლიან მატჩში გაიყვეს ქულები(2:2)მ ამჯერად კი ლიგის დებიუტანტს 2 უპასუხო გოლი გაუტანეს და სეზონში პირველი მარცხი აგემეს.

ანგარიში 32-ე წუთზე, სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ გაიხსნა: სტუმართა თავდამსხმელი ფანცულაია მეკარესთან პირისპირ აღმოჩმდა, მაგრამ მცველებმა ფეხებში ჩავარდნა და ბურთის მოგერიება შეძლეს, ასხლეტილი ბურთი მიუვიდა „ტორპედოს“ უკრაინელ ლეგიონერ ბობკოს, რომელმაც ზუსტი დარტყმით თავისი გუნდი დააწინაურა. ფანცულაიამ გოლი მაინც გაიტანა, ოღონდ შეხვედრის მეორე ნახევარში: მე-60 წუთზე ზაზა ციცქიშვილმა გამოზომილი პასით იგი მეკარესთან ერთი ერთზე დატოვა და ფანცულაიას მასპინძელთა კარის დალაშქვრა არ გასჭირვებია. რამდენიმე კარგი ეპიზოდი მასპინძლებმაც შექმნეს, მაგრამ წინა შეხვედრისგან განსხვავებით, ქუთაისელთა მეკარე ბულისკირიამ უშეცდომოდ ითამაშა და თავისი კარი 90 წუთის განმავლობაში „მშრალად“ შეინახა. ამ გამარჯვებით „ტორპედომ“ სწორედაც „მერანს“ გადაასწრო და კიდევ ორ გუნდთან – „საბურთალოსთან“ და ბათუმის „დინამოსთან“ ერთად 6-8 ადგილებს ინაწილებს. აღსანიშნავია, რომ შემდეგ ტურში „ქართულ ელ კლასიკოდ“ წოდებული „ყორპედო“ -:დინამო“ თბილისის დაპირისპირება გაიმართება, რომელსაც რამაზ შენგელიას სახელობის ქუთაისის სტადიონი უმასპინძლებს.

მე-5 ტურის განრიგი

ხუთშაბათი, 9 ივლისი

სამტრედია – ჩიხურა, ლოკომოტივი – დინამო ბთ

პარასკევი, 10 ივლისი
საბურთალო – თელავი

შაბათი, 11 ივლისი
დილა – მერანი

კვირა, 12 ივლისი
ტორპედო 0 დინამო თბ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად