“ტორპედო” “ლუდოგორეცთან” განმეორებით შეხვედრას დღეს გამართავს

ქუთაისის "ტორპედო", დღეს ქალაქ რაზგრადში "ლუდოგორეცის" წინააღმდეგ  ევროპის ლიგის ფლეი ოფის განმეორებით შეხვედრას ჩაატარებს. 

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა ბულგარეთში 18 ფეხბურთელი წაიყვანა. ტრავმის გამო გუნდს ვერ გამოყვა მერაბ გიგაური. 18-კაციანი განაცხადი კი შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარეები: როინ კვასხვაძე, მაქსიმე ქვილითაია;

მცველები: ანრი ჭიჭინაძე, დავით ხურცილავა, ოლექსანდრ აზაცკი, ლევან გეგეჭკორი, გიორგი ქიმაძე, ლაზარ მარინი, მამუკა კობახიძე;

ნახევარმცველები: მათე ცინცაძე, არფანგ დაფე, გიორგი კუხიანიძე, თენგიზ წიქარიძე, გრიგოლ დოლიძე, მარეკ ჰლინკა, ლევან კუტალია;

თავდამსხმელები: თორნიკე კაპანაძე, მილოშ ლაჩნი;

პირველი მატჩი, იმერლებმა, "მიხეილ მესხზე" მინიმალური ანგარიშით წააგეს. შემდეგ ეტაპზე გასასვლელად, ჩხეტიანის გუნდმა ბულგარეთში მინიმუმ ორ ბურთიანი სხვაობით უნდა მოიგოს.

შეხვედრა, თბილისის დროით, 21:00 საათზე დაიწყება. 
 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...