„ტორპედო“: კლუბში რამდენიმე ადამიანს კოვიდი დაუდასტურდა… სფფ-მ გადადო „ტორპედოს“ მატჩები „დინამოსთან“ და ბათუმის „დინამოსთან“

კლუბში რამდენიმე ადამიანს კოვიდი დაუდასტურდა… სფფ-მ გადადო “ტორპედოს” მატჩები “დინამოსთან” და ბათუმის “დინამოსთან”, – ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის “ტორპედო” ავრცელებს:

“28 ოქტომბერს ტორპედოსა და დინამოს შორის გასამართი ქართული დერბი გადაიდო და შეხვედრა 26 ნოემბერს ჩაინიშნა.
ვადასტურებთ, რომ ტორპედოში მომუშავე რამდენიმე ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მატჩის გადადების გადაწყვეტილება მიიღო.
ასევე, გადაიდო ტორპედოსა და დინამო ბათუმის შეხვედრაც – ის 3 ნოემბრის ნაცვლად 8 ნოემბერს გაიმართება”, – წერია განცხადებაში.
განცხადებას ავრცელებს ეროვნული ლიგის ოფიციალური საიტიც, რომელიც ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის შეხვედრების გადადების თაობაზე იუწყება:

 

“COVID-19-ის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, შეიცვალა კრისტალბეთ ეროვნული ლიგისა და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის შეხვედრების განრიგი.კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეცამეტე ტურის მატჩს, ლოკომოტივი – დინამო თბილისი, რომელიც 18 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო მოედანი 8 ნოემბერს უმასპინძლებს. 26 ოქტომბერს დაგეგმილი კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-13 ტურის დაპირისპირება დინამო ბათუმსა და  თბილისის ლოკომოტივს შორის, 26 ნოემბერს გაიმართება.28 ოქტომბერს დინამო თბილისსა და ქუთაისის ტორპედოს შორის გასამართი ქართული დერბი ასევე გადაიდო და შეხვედრა 26 ნოემბერს ჩაინიშნა.ტორპედოსა და დინამო ბათუმის შეხვედრა, 3 ნოემბრის ნაცვლად, 8 ნოემბერს გაიმართება.
ცვლილებებია კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის კალენდარშიც.28 ოქტომბერს დაგეგმილი კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის მე-14 ტურის მატჩი, შევარდენი 1906-ს და შუქურას შორის 25 ნოემბერს გაიმართება.

რაც შეეხება რუსთავი – შუქურას დაპირისპირებას, 4 ნოემბრის ნაცვლად, შეხვედრა 8 ნოემბერს ჩაინიშნა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მუდმივ კონტაქტშია შესაბამის სტრუქტურებთან და ეროვნული ჩემპიონატის მატჩები ჩვეულ რეჟიმში, ყველა არსებული რეგულაციის დაცვით გაიმართება”, – წერია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად