ტორონტოში მომხდარ სროლას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ტორონტოში მომხდარი სროლის შედეგად ერთი მამაკაცი დაიღუპა. ამის შესახებ CBC News იუწყება.

ინციდენტი იქაური დროით 16 სექტემბერს, 18:40 საათზე მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, იქაური პოლიცია იუწყებოდა, რომ უცნობმა პირმა ცეცხლი ავტომობილიდან გახსნა.

შემდეგ კი, სამართალდამცველებმა განაცხადეს, რომ მამაკაცი გადავიდა ავტომობილიდან, რის შემდეგაც ცეცხლი გახსნა.

პოლიციის ინფორმაციით, უცნობი მამაკაცი შავებში იყო ჩაცმული და შესაძლოა, ნიღაბიც ეკეთა. იგი დანაშაულის ადგილიდან მიიმალა. მსროლელმა ერთი მამაკაცი დაჭრა, რომელიც მოგვიანებით, საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად