ტორონტოში, ღამის კლუბში მომხდარი სროლის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა

შვიდი ადამიანი დაშავდა ტორონტოში, ღამის კლუბში მომხდარი სროლის შედეგად. ოთხი მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ერთ-ერთი მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

ინციდენტი კლუბ District 45-ში მოხდა. პოლიცია კლუბის ერთ-ერთმა ვიზიტორმა გამოიძახა. კლუბის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კლუბში სროლა უცნობმა პირმა გახსნა. სროლის მომენტისთვის იქ 250 ადამიანი იმყოფებოდა. კლუბის წესრიგზე დაცვის 40 თანამშრომელი ზრუნავდა. მსროლელმა ადგილიდან მიმალვა შეძლო მას მერე, რაც ხალხში პანიკა დაიწყო.

მთლიანობაში, ქალაქში, შაბათიდან-პარასკევამდე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების 11 ფაქტი დაფიქსირდა. დაჭრილთა საერთო რაოდენობამ კი 17 ადამიანს მიაღწია. პოლიციას მიაჩნია, რომ სროლები ერთმანეთთან კავშირში არ არის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად