ტორესა მოსიმ „გირჩი“ დატოვა

გირჩის ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის გაკეთებული განცხადების შემდეგ, გირჩის წევრმა ტორესა მოსიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ “გირჩს” ტოვებს.

“მოკლედ, ასეთი ამბავია, მე გადავწყვიტე გაურკვეველი ვადით ჩემი დღის წესრიგიდან გაქრეს მიმდინარე ლოკალური პოლიტიკური ვნებათაღელვები. მინდა, რომ ჩემ ძირითად საქმიანობას დავუთმო მეტი დრო, ენერგია და ჩემი გონება უფრო გლობალური მოვლენებისკენ მივმართო. წარმატებას ვუსურვებ ყველას თავის ბრძოლაში, რადგან მჯერა, რომ სამყარო უნივერსალური ბალანსია, სადაც ყველას ჰარმონიული თანაარსებობა შესაძლებელია.

ამით სრულდება ჩემი ცხოვრების ერთი ეტაპი და იწყება ახალი, პერიოდულად სხვადასხვა ფორმით გაგა..”, – წერს ტორესა მოსი.

შეგახსენებთ, “გირჩის” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ფეისბუქზე “გირჩის ბაბლში” პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მისი და თანაპარტიელების გზები გაიყო და აღარ აპირებს მათთან ერთად გირჩის კეთებას. სრულად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ: ზურაბ ჯაფარიძე: სამწუხაროდ, ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მეორე მხრივ იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად