ტონი ბლერი: საფრანგეთში ნამდვილი ომია…

პარიზული ტერაქტები და დიდი ბრიტანეთის როლი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, – ეს არის ერთ-ერთი თემა, რომელზეც გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერმინისტრი "მოამბესთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს. ტონი ბლერს პირველი არხის კორესპონდენტი რატი ხვისტანი ესაუბრა.

– დევიდ კემერონმა გაახმოვანა 4 პუნქტიანი გეგმა, რომლის შესრულებასაც დიდი ბრიტანეთი ევროკავშირში დარჩენის სანაცვლოდ ითხოვს. თქვენი აზრით, როგორიa ბრიტანეთისა და ევროკავშირის მომავალი და საერთოდ, ევროპის ერთობის მომავალი.

– იქნება რეფერენდუმი და თავად დიდი ბრიტანეთის მოსახლეობა გადაწყვეტს დარჩეს ევროკავშირში თუ არა. ეს მოხდება დაახლოებით 2 წლის მანძილზე. პირადაd მე, დარწმუნებული ვარ, რომ ბრიტანეთი აუცილებლად დარჩება ევროკავშირის შემადგენლობაში.

 პრემიერმინისტრი დევიდ კემერონი მოლაპარაკებებს აწარმოებს ახალ შეთანხმებაზე ევროკავშირთან. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება და თუ ეს მართლაც ასე მოხდება, მე მჯერა, რომ ბრიტანეთი რეფერენდუმის დროს ევროკავშირში დარჩენის გადაწყვეტილებას მიიღებს.

რაც შეეხება ევროპის ერთიანობას, ეს ახლა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენს წინაშე ბევრი გამოწვევაა. ეს არის ტერორიზმი, ეკონომიკური პრობლემები, დევნილების საკითხი. ასეთ რთულ პერიოდში ეს არის ერთიანობის დრო, რაც ჩვენ გაგვაძლიერებს. ბრიტანეთმა კი ამაში მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს. ამიტომ, მე მჯერა რომ ბრიტანეთი დარჩება ევროკავშირში.

– პარიზში მომხდარი თავდასხმების შემდეგ, როგორ ფიქრობთ ეს სრულმასშტაბიანი ომია? როგორი უნდა იყოს დიდი ბრიტანეთის როლი ამ პრობლემის მოგვარებაში?

– დიდმა ბრიტანეთმა სრული მონაწილეობა უნდა მიიღოს ტერორიზმთან ბრძოლაში. თქვენ რომ ახლა პარიზში იყოთ, იგრძნობდით, რომ იქ ნამდვილი ომია. სწორედ ამაზე ისაუბრა პრეზიდენტმა ფრანსულა ოლანდმა. მე ვფიქრობ, რომ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია  ამ მწუხარების დროს დავანახოთ ფრანგ ხალხს სოლიდარობა. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ, ბრიტანელებმა, ისევე როგორც ევროპელები და მთელი მსოფლიო მივყვეთ ამ პრობლემას ნაბიჯ-ნაბიჯ და უნდა შევიტანოთ ჩვენი წვლილი იმ ბარბაროსებისა და ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლაში. 

ტერორიზმთან, რომელიც ანგრევს მშვიდობიანი მოსახლეობის ცხოვრებას. თუმცა ამას არანაირი მომავალი არ აქვს. 

შეგახსენებთ, 1997-2007 წლებში დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი  ღარიბაშვილის მოწვევით ესტუმრა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...