ტონი ბლერი: ევროპა საქართველოს უნდა მიუდგეს როგორც მნიშვნელოვან პარტნიორს

პარიზული ტერაქტები და დიდი ბრიტანეთის როლი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, – ეს არის ერთ-ერთი თემა, რომელზეც გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერმინისტრი "მოამბესთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს. ტონი ბლერს პირველი არხის კორესპონდენტი რატი ხვისტანი ესაუბრა. 

"ისლამური სახელმწიფოსგან" მოსალოდნელი საფრთხეების გარდა, კითხვები დაისვა საქართველოს ევროინტეგრაციისა და ვიზალიბერალიზაციის პერსპექტივებზეც. 

– თქვენ აქ პირველად იმყოფებით, მაგრამ უკვე იცით, რომ ველოდებით უვიზო მიმოსვლას ევროპაში. მივესწრაფით ნატოსკენ და ევროკავშირისკენ, მაგრამ ჩვენ გვაქვს საკამოდ სფეციფიური გეოპოლიტიკური მდებარეობა და გვყავს მეზობელი რუსეთის სახით, რომელმაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია მოახდინა. აქედან გამომდინარე, რა იქნება თქვენი რჩევა? რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის პროცესის დასაჩქარებლად?

– ყველაზე ნიშვნელოვანი ის არის, რომ საქართველომ გააგრძელოს არჩეული გზით სიარული. განსაკუთრებით კი იმ კუთხით რომელიც შეეხება მოლაპარაკებებს ევროპასთან. ჩემი აზრით ეს პროცესი საკმაოდ კარგად მიმდინარეობს. ძალიან კარგია, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესი წინ მიიწევს. ეს იქნება ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთვის და მნიშვნელოვანი სიგნალი თქვენთვის და გარკვეული წახალისებაც.

ყველამ იცის, რომ თქვენ ხართ მსოფლიოს მნიშვნელოვან და სტრატეგიულ ნაწილში. არის ძალიან ბევრი ზეწოლა თქვეზე, მაგრამ ჩემი აზრით, საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც ევროპა უნდა მიუდგეს, როგორც მნიშვნელოვან პარტნიორს. ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებ საქართველოს და მის მომავალს. 

შეგახსენებთ, 1997-2007 წლებში დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი  საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მოწვევით ერთი დღით თბილისს ესტუმრა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...