ტომ ჰენქსი და მისი მეუღლე საავადმყოფოდან გამოწერეს

ჰოლვუდის მსახიობი ტომ ჰენქსი და მისი მეუღლე რიტა უილსონი საავადმყოფოდან გამოწერეს, ისინი უკვე აშშ-ში, კარანტინში იმყოფებიან.

გასულ კვირაში ტომ ჰენქსი და მისი მეუღლე რიტა უილსონი ავსტრალიაში, ფილმის გადაღებებზე ჩაფრინდნენ. 12 მარტს მსახიობმა თავის Instagram-ზე დაწერა, რომ COVID-19 ტიპის ახალი კორონავირუსი დაუდგინდა მას და მის მეუღლესაც.

“დაღლილობას ვგრძნობდით, როგორც ეს გაციების დროს ხდება ხოლმე, აგრეთვე გვქონდა ტკივილი და დაბალი ტემპერატურა. როგორც წესია, ჩვენ ორივემ გავიარეთ ტესტი და სამწუხაროდ დადებითი პასუხი აჩვენა.” – წერდა ტომ ჰენქსი.

დღევანდელი მონაცემების მიხედვით, 2019-nCoV ტიპის ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 183 304 ადამიანი შეადგინა. ვირუსის შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა კი 7 166-მდე გაიზარდა. საერთო ჯამში ახალი კორონავირუსისგან 79 731 პაციენტი განიკურნა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად