ტოკიოში, ორ დღეში მზის დარტყმის შედეგად 14 ადამიანი გარდაიცვალა

მინიმუმ 14 ადამიანი დაიღუპა ტოკიოში 11-დან 12 აგვისტომდე მზის დარტყმის შედეგად. ამის შესახებ NHK იუწყება.

აღნიშნულია, რომ გარდაცვლილიდან ცხრა ადამიანი 80 წელზე მეტი ასაკის იყო. მთლიანობაში, აგვისტოში სიცხის შედეგად დაიღუპა ტოკიოს 26 მაცხოვრებელი.

13 აგვისტოს, იაპონიის გენერალური სახანძრო დეპარტამენტი, რომელიც ასრულებს საგანგებო სიტუაციების და სასწრაფო დახმარების სამსახურის ფუნქციებს, 3-დან 9 აგვისტომდე ქვეყანაში სიცხის შედეგად ათი დაღუპულისა და 6.6 ათასი დაზარალებულის შესახებ განაცხადა. ამასთან დაკავშირებით, იაპონიის ხელისუფლებამ გააფრთხილა მოქალაქეები, რომ ცხელ დღეებში მოერიდონ გარეთ გასვლას და მიიღონ ბევრი სითხე.

მიმდინარე კვირა იაპონიაში ყველაზე ცხელი აღმოჩნდა ამ ზაფხულის განმავლობაში. ზოგიერთ რაიონში, ტემპერატურა დღის განმავლობაში 38 გრადუსზე მაღლა ავიდა, ხოლო 11 აგვისტოს გუნმას ცენტრალურ პრეფექტურაში, ჰაერის ტემპერატურა დღის მეორე ნახევარში 40.1 გრადუსამდე ავიდა.

იაპონიაში ყველაზე ცხელი ამინდები ივლის-აგვისტოშია, მაგრამ უკვე მეორე წელია, რაც ივლისში უფრო ღრუბლიანი და წვიმიანი ამინდები არის ხოლმე. გასულ წელს, სიცხისგან დაიღუპა 126 ადამიანი მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხოლო დაშავდა 70 ათასზე მეტი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად