ტოკიოში, ივლისის ბაშოს მე-13 დღეს, ლევან გორგაძემ ჩიომარუ დაამარცხა და კაჩიკოში გაინაღდა (ვიდეო)

დღეს, ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანის” სასახლეში ბაშოს მე-13 დღის შეხვედრები მიმდინარეობს.

დღეს ლევან გორგაძის მეტოქე მე-15 მაეგაშირა, იაპონელი ჩიომარუ იყო. დღემდე ჩატარებული ოთხი შეხვედრიდან სამი ლევანს ჰქონდა მოგებული, ერთი – ჩიომარუს. ლევანმა ბოლოს 2018 წლის მარტში გაიმარჯვა ჩიომარუსთან შეხვედრაში, ამ უკანასკნელმა კი ლევანი წელს, მარტის ბაშოზე დაამარცხა.მიმდინარე ბაშოზე 12 დღის შემდეგ 3 გამარჯვება და 9 წაგება ჰქონდა.

დღევანდელი შეხვედრის დასაწყისში ჩიომარუმის ორიოდე წამით შეძლო ტოჩინოშინის შეკავება, შემდეგ კი ლევანმა მარცხენა ხელით ჩავლება აიღო და შეხვედრის ბედი პრაქტიკულად მაშინვე გადაწყვიტა.

ბაშოს მე-13 დღეს  ტოჩინოშინმა იორიკირით დამარცხა ჩიომარუ და კაჩიკოში გაინაღდა. რამდენად დაწინაურდება ლევანი რეიტინგში, ეს ბოლო ორი შეხვედრის შედეგზე იქნება დამოკიდებული.

ხვალ ლევან გორგაძის მეტოქე მე-5 მაეგაშირა ჰოკუტოფუჯი იქნება. ჰოკუტოფუჯის მიმდინარე ბაშოზე 12 შეხვედრის შემდეგ 7 გამარჯვება აქვს. ურთიერთშეხვედრებში ლევანს 4 გამარჯვება აქვს, ჰოკუტოფუჯის კი –  სამი. ბოლოს მეტოქენი ერთმანეთს 2019 წლის სექტემბერში შეხვდნენ და ლევანმა ჰოკუტოფუჯი იორიტაოშით დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად