ტოკიოში, ივლისის ბაშოს დასკვნით დღეს, ლევან გორგაძემ კოტოშოჰო ჰატაკიკომით დაამარცხა (ვიდეო)

ტოკიოში, “რიოგოკუ კოკუგიკანის” სასახლეში, ბაშოს ბოლო , მე-15 დღის შეხვედრები მიმდინარეობს.

ტოჩინოშინის მეტოქე მე-15 მაეგაშირა, იაპონელი კოტოშოჰი იყო. მეტქოქები დეს პირველად ხვდებოდნენ ერთმანეთს. ბიბდინარე ბაშოზე ლევანს 9 გამარჯვება ჰქობდა, კოტოშოჰოს კი – 8.

დღევანდელ შეხვედრაში ლევანმა სწრაფად მოახერხა მეტოქის “დატორვა”, ჰატაკიკომით გაიმარჯვა და ბაშო, თუ გავითვალისწინებთ, რომ მას ტრავმების გამო ერთი წელია წარმატებისთვის არ მიუღწევია, საკმაოდ კარგი შედეგით დაასრულა – 10 მოგებით 5 დამარცხების წილ.

მომავალ ბაშოს ლევან გორგაძე რეიტინგში რამდენიმე ადგილით დაწინაურებული, მაეგაშირათა ხუთეულში ან მასთან მიახლოებული შეხვდება.

იმპერატორის თასის ბედი სეკივაკე მიტაკეუმსა და მე-17 მაეგაშირა ტერუნოფუჯის შეხვედრის შედეგზეა დამოკიდებული. ტერუნოფუჯის გამარჯვების შემთხვევაში იგი თასის მფლობელი გახდება, მიტაკეუმის გამარჯვების შემთხვევაში კი 12-12 გამარჯვება ტერუნოფუჯის, მიტაკეუმს და ოძეკ ასანოიამას და სეკივაკეს შოდაის შორის გამარჯვებულს ექნება და იმპერატორის თასის გამოსავლენად სამთა ტურნირი გაიმართება

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად