ტოკიოში, ივლისის ბაშოს ბოლოსწინა დღეს, ლევან გორგაძემ ჰოკუტოფუჯი უვატედაშინაგეთი დაამარცხა (ვიდეო)

ტოკიოში, “რიოგოკუ კოკუგიკანის” სასახლეში, ბაშოს ბოლოსწინა, მე-14 დღის შეხვედრები მიმდინარეობს.

დღეს ლევან გორგაძის მეტოქე მე-5 მაეგაშირა ჰოკუტოფუჯი იყო ურთიერთშეხვედრებში ლევანს 4 გამარჯვება აქვს, ჰოკუტოფუჯის კი სამი გამარჯვება ჰქონდა. ბოლოს მეტოქენი ერთმანეთს 2019 წლის სექტემბერში შეხვდნენ და ლევანმა ჰოკუტოფუჯი იორიტაოშით დაამარცხა. ჰოკუტოფუჯის მიმდინარე ბაშოზე 12 შეხვედრის შემდეგ 8 გამარჯვება ჰქონდა.

დღევანდელ შეხვედრაში მეტოქეებმა სასტარო ჯახის დროს ჩავლება ვერ განახორციელეს, წამით ოდავ უკან დაიხიეს და ამ დროს ლევანმა მარცხენა ჩავლებით თავისკენ მოქაჩა ფეხდაცურებული და ოდნავ წონასწორობადაკარგული ჰოკუტოფუჯი და უვატედაშინაგეს ილეთით დაამარცხა იგი.

14 დღის შემდეგ ლევან 9 გამარჯვება და 5 მარცხი აქვს. მისი ხვალიდნდელი მეტოქე მოგვიანებით გახდება ცნობილი. ხვალინდელი შეხვედრის შედეგის მიუხედავად ლევანი რამდენიმე ადგილით დაწინაურდება მომავალ რეიტინგში.

ბაშოს დღევანდელი დღის დაწყების წინ იმპერატორის თასის მოპოვების შანსი 4 რიკიშს ჰქონდა, ტერუნოფუჯის (12 მოგება და 1 მარცხი), ასანოიამას (11 მოგება და 2 მარცხი) მიტაკეუმს (10 მოგება და 3 მარცხი) და შოდაის (10 მოგება და 3 მარცხი). ლეგენდარულმა ჰაკუჰომ მიტაკეუმთან წაგებულ შეხვედრაში მუხლის ტრავმა მიიღო და ბაშოს გამოეთიშა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად