ტოკიოში, COVID-19-ის დღიური შემთხვევების რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

გასული დღე-რამის განმავლობაში ტოკიოში კორონავირუსული ინფექციის ახლად გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობამ 280-ზე მეტი შეადგინა, რაც რეკორდია იაპონიის დედაქალაქში ინფექციის გავრცელების მთელი პერიოდის განმავლობაში.

ინფიცირების ახალი შემტხვევების შესახებ ოფიციალური სტატისტიკას ტოკიოს ხელისუფლება უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს, იუწყება ქვეყნის სახელმწიფო ტელევიზია.

ოთხშაბათს ტოკიოში კორონავირუსული ინფექციის 165 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამასთან დაკავშირებით, ხელისუფლებამ ინფექციის გავრცელების საფრთხის დონე მაქსიმუმამდე, ოთხ ბალამდე გაზარდა. ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ, საკრუიზო ხომალდ Diamond Princess-ის მგზავრებისა და ბორტის წევრების ჩათვლით, 24 ათასს მიაღწია, ხოლო გარდაცვლილია 998 ადამიანი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად