ტოკიოში, ბოლო 24 საათში, COVID19-ით ინფიცირების მორიგი მაქსიმუმი დაფიქსირდა

ტოკიოში, სადაც ამჟამად ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ტარდება, ბოლო 24 საათში, ახალი კორონავირუსით ინფიცირების 4,058 შემთხვევა დადასტურდა, რაც კიდევ ერთი ახალი მაქსიმუმია.

წინა ანტირეკორდი 29 ივლისს დაფიქსირდა – 3865 შემთხვევა. ყველაზე მეტი ინფექცია დადასტურდა 20-30 წლის ასაკის პირებში (1484).

 

კომენტარები
იტვირთება...