ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 148-მდე გაიზარდა

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა და 148 ადამიანი შეადგინა. ინფორმაცია ოლიმპიადის ვებ-გვერდზეა განთავსებული.

ბოლო დღე-ღამეში კროონავირუსი 16 ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის 3 სპორტსმენია, რომლებიც იაპონიის რეზიდენტები არ არიან.

დანარჩენი 13 ინფიცირებული თამაშების პერსონალია, მათგან ექვსი იაპონიის მოქალაქეა, შვიდი – კი სხვა ქვეყნის მოქალაქე.

კომენტარები
იტვირთება...