ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე იაკობ ქაჯაიამ პირველი შეხვედრა სუფთად მოიგო

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე კლასიკური სტილით მოჭიდავეები ჩაებნენ მედლებისთვის ბრძოლაში

130 კგ წონით კატეგორიაში იაკობ ქაჯაიას მერვედფინალში მეტოქედ ფინელი ელიას კუოსმანენი ჰყავდა.

პასურობისთვის პარტერში ჩაყენებული მეტოქე იაკობ ქაჯაიმ 3-ჯერ დაატრიალა, შემდეგ ხალიჩას გააკრა ბეჭებით და სუფთა გამარჯვება მოიპოვა.

მეოთხედფინალში იაკობ ქაჯაიას მეტოქე რუსი სერგეი სემიონოვი იქნება

კომენტარები
იტვირთება...