ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე გუნდურ ჩათვლაში საქართველო 25-ე ადგილზეა

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ამ დროისთვის 180 ოქროს მედალი გათამაშდა

ტოკიოს ოლიმპიური თამაშებზე ამ დროისთვის გათამაშებული 180 ოქროს მედლიდან ჩინეთის, აშშ-ის და იაპონიის წილად მესამედზე, 61 ოქროს მედალი მოდის.

ოქროს მედალი სულ 53 ქვეყნის, ოქროს, ვერცხლის ან ბრინჯაოს ერთი მაინც მედალი კი 75 ქვეყნის წარმომადგენლებს აქვთ მოპოვებული.

მოპოვებული მედლების ხარისხის და რაოდენობის მიხედვით გუნდურ ჩათვლაში საქართველო 25-ე ადგილზეა

 

კომენტარები
იტვირთება...