ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე გიორგი მელია მუსა ევლოევთან დამარცხდა

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე 97 კგ წონითი კატეგორიის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩაებნენ ასპარეზობაში

გიორგი მელიას მეტოქე პირველ შეხვედრაში რუსი მუსა ევლოევი იყო.

პირველი პერიოდის მეორე წუთის დასაწყისში პარტერში ჩაყენებული გიორგი მელიას წამოწევით და დატრიალებით მუსა ევლოევი დაწინაურდა – 3:0.

მეორე პერიოდში გიორგი მელიამ ვერ შეძლო ანალოგიურ სიტუაციაში მეტოქისთვის ორი ქულის ართმევა და დამარცხდა – 1:3(0:3)

გიორგი მელია რეპეშაჟიდან ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას მუსა ევლოევის ფინალში გასვლის შემთხვევაში გააგრძელებს

კომენტარები
იტვირთება...