ტოკიოს ლიცენზიისთვის ბრძოლაში სანდრო ამინაშვილი აზერბაიჯანელ აბუბაკრ აბაკაროვთან დამარცხდა

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში, მოჭიდავეები ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ბოლო საკვალიფიკაციო შეჯიბრებაში მონაწილეობენ.

86 კგ წონით კატეგორიის მერვედფინალში სანდრო ამინაშვილი აზერბაიჯანელ აბუბაკრ აბაკაროვს შეხვდა.

ამინაშვილი შევედრის პირველი წუთებიდანვე უტევდა მეტოქეს, თუმცა იგი თავსაც კარგად იცავდა და კონტრილეთებით ქულკებსაც აგროვებდა. შეხვედრის პირველი ნახევრი აზერბაიჯანელმა სპორტსმენმა მოიგო – 7:0.

მეორე ნახევარში კვლავ ამინაშვილი უტევდა თუმცა მან მხოლოდ 5 ქულის აღება შეძლო, მეტოქემ კი თავდაპირველ მონაგარს იმდენივე დაუმატა და 14:5 გაიმარჯვა.

შეგახსენებთ, რომ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საგზურის მოსაპოვებელ ტურნირში მონაწილე სამი ქართველი მოჭიდავიდან ასპარეზობას 65 კგ წონით კატეგორიაში ბექა ლომთაძე განაგრძობს. იგი მერვედფინალში რუმინელ ნიკოლაი ოხლოპკოვს ხვდება. საგზურს მხოლოდ ფინალისტები იღებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...