ტოკიო: რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ

ტოკიო ჯერ კიდევ არ არის მზად, რომ რუსეთსა და იაპონიას შორის სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის წინადადებაზე კომენტარი გააკეთოს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

ოთხშაბათს, 12 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა სიტყვით გამოსვლისას იაპონიას წლის ბოლომდე, წინაპირობების გარეშე სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება შესთავაზა.

როგორც იაპონიის მინისტრთა საბჭოს მთავარმა მდივანმა იოსიჰიდე სუგამ ტოკიოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ის რუსეთის პრეზიდენტის წინადადებასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე კომენტარს ვერ გააკეთებს.

"თუმცა, ჩვენი პოზიცია, რომ ჩრდილოეთ ტერიტორიების საკითხი სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერით უნდა გადაიჭრას, უცვლელი რჩება", – განაცხადა მან.
აღსანიშნავია, რომ იაპონიის პრემიერმინისტრი შინძო აბე ვადიმერ პუტინის იდეას ჯერ არ გამოხმაურებია. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...