ტოკიო ოლიმპიური თამაშებისთვის დამატებით 1,9 მილიარდ დოლარს გამოყოფს

ტოკიოს ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტმა გადაწყვიტა, დამატებით 200 მილიარდი იენი (1,9 მილიარდი დოლარი) გამოყოს ოლიმპიური თამაშების მოსამზადებლად და ჩატარებასთან დაკავშირებული ხარჯებისთვის.

აღინიშნა, რომ დამატებითი თანხები კერძოდ მოხმარდება მეიჯარეებთან, დაქირავებულ მუშებთან ხელშეკრულებით გათვალისწინებული კომპენსაციის დაფარვას და ბილეთების თანხის დაბრუნებას იმ ადამიანებისთვის, ვისაც მათი ჩაბარება სურს.

ოქტომბრის დასაწყისში საორგანიზაციო კომიტეტმა განაცხადა, რომ აპირებს დაზოგოს დაახლოებით 30 მილიარდი იენი (284 მილიონი დოლარი). ეს უნდა გაკეთდეს, კერძოდ, უცხოური დელეგაციებისა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) ოფიციალური წარმომადგენლების თამაშებზე  დასწრების 10-15%-ით შემცირებით. ასევე მოსალოდნელია ხარჯების შემცირება სპორტული ობიექტების უფრო ეკონომიური განათებით.

ტოკიოს ოლიმპიადა უნდა ჩატარებულიყო 2020 წლის 24 ივლისიდან 9 აგვისტომდე. კორონავირუსის პანდემიის გამო, იგი ერთი წლით გადაიდო და 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე ჩატარდება. ამავე დროს, შეინარჩუნა ტოკიო 2020-ის სახელი.

ივნისში ტოკიოს თამაშების საორგანიზაციო კომიტეტმა ოფიციალურად მხარი დაუჭირა შემდეგი წლის ფორმატის გამარტივებას. იგეგმება მათი ორგანიზება სამი ძირითადი პრინციპის საფუძველზე: უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა, ხარჯების შემცირება და თამაშების ფორმატის გამარტივება. იაპონიამ უკვე დახარჯა 13 მილიარდ დოლარზე მეტი მოსამზადებლად.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად