ტოკიო 2020-ზე აშშ-ის ნაკრების იმედი, 24 წლის ძიუდოისტი ჯეკ ჰატონი გარდაიცვალა

აშშ-ის ძიუდოს ადასტურებს, რომ ძიუდოისტი ჯეკ ჰატონი გარდაიცვალა.

ძიოდოს საერთაშოროს ფედერაციის ვებგვერდზე ჯეკ ჰატონის გარდაცალების გამო მწუხარებას გამოთქვამს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი მარიუს ვიზერი

ჯეკ ჰატონი, რომელსაც 24 წელი ამ რამდენიმე დღის წინ 20 სექწტემბერს შეუსრულდა, აშშ-ის ნაკრების წევრი იყო 81 კგ წონით კატეგორიაში. მას პანამერიკული ტურნირი ორჯერ აქვს მოგებული, იყო ანტალიის და ზაგრების გრან-პრის პრიზიორი, უკანასკნელი სამი მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე და აშშ-ის ფედერაციის მიერ ტოკიო 2020-ის მედლის მოპოვების კანდიდატად განიხილებოდა.

მისი გარდაცვალების მიზეზის შესახებ ამ დრომდე არაფერი გამოქვეყნებულა.

შეგახსენებთ, რომ ამ ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი იპოვნეს 36 წლის კრეიგ ფალონი, 2005 წლის მსოფლიო ჩემპიონი 60 კგ წონით კატეგორიაში, მისი სიკვდილის გარემოებები დღემდე უცნობი რჩება.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად