ტოკიო-2020 -ის კვალიფიცირებულის სტატუსი ამ დროისთვის 14 ქართველ ძიუდოისტს აქვს

მინსკის მეორე ევროპული თამაშების დასრულების შემდეგ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია ძიუდოისტთა ახალ რეიტინგს აქვეყნებს.

“აიპრესი” მკითხველს სთავაზობს ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების დღეის მდგომარეობით შედგენილ საკვალიფიკაციო რეიტინგში ქართველ ძიუდოისტთა მიერ დაკავებული ადგილების შესახებ ინფორმაციას.

შეგახსენებთ, რომ ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტების უმეტესობა – 18 ძიუდოისტი თითოეულ წონით კატეგორიაში, სულ 252 ძიუდოისტი, ამ რეიტინგის მიხედვით დაიშვება, ერთი ყოველ წონაშიი ანუ სულ 14 ძიუდოისტი, მასპინძელი ქვეყნის კვოტაა, 100 ძიუდოისტი კონტინენტალური კვოტით მოხვდება ილიმპიურ თამაშება, ხოლო 386-დან დარჩენილ 20 ადგილზე ოლიმპიური კომიტეტი თავის შეხედულებით მიიწვევს ძიუდოისტებს

ოლიმპიურ თამაშებზე გუნდურ შეჯიბრებაში ის ქვეყნები მიიღებენ მონაწილეობას, რომლებსაც ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო სიაში მოხვედრილი ქალების და კაცებისგან შეეძლებათ სრული გუნდის (3 კაცი და სამი ქალი) დაკომპლექტება.

60 კგ წონით კატეგორიაში კვალიფიცირებულის სტატუსი აქვთ და დღეს რომ ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის შესახებს განაცხადის გაკეთების ბოლო დღე(2020 წლის 20 მაისი) იყოს, საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტს არჩევნის გაკეთება მოუწევდა შემდეგ ძიუდოისტებს შორის:
N2 ამირან პაპინაშვილი – 2155 ქულა
N8 ლუხუმ ჩხვიმიანი – 1386 ქულა
N23 თემურ ნოზაძე – 736 ქულა
N32 ჯაბა პაპინაშილი – 640 ქულა

66კგ წონითი კატეგორია
N2 ვაჟა მარგველაშვილი – 1955 ქულა
N22 ბაგრატ ნინიაშვილი – 831 ქულა

73 კგ წონითი კატეგორია
N5 ლაშა შავდათუაშვილი – 1955 ქულა

81კგ წონითი კატეგორია
N19 ლუკა მაისურაძე – 950 ქულა

ტატო გრიგალაშვილს 633 ქულა აქვს ერთი ძიუდოისტის ჩამოტოვების შემთხვევაში აგრეთვე ექნება კვალიფიცირებულის სტატუსი

90კგ წონითი კატეგორია
N16 გიორგი პაპუნაშვილი – 990 ქულა
N20 უშანგი მარგიანი – 851 ქულა

კვალიფიცირებულის სტატუსთან ახლოს არიან ბექა ღვინიაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი და ლაშა ბექაური

100 კგ წონითი კატეგორია
N2 ვარლამ ლიპარტელიანი – 2516 ქულა

+110 კგ წონითი კატეგორია
N1 გურამ თუშიშვილი – 2705 ქულა
N21 ლევან მათიაშვილი – 968 ქულა
N24 გელა ზაალიშვილი – 855 ქულა

ქართველი ძიუდოისტი ქალებიდან კვალიფიცირებულის სტატუსი არეცერთს აქვს. ყველა ახლოს სტატუსის მოპოვებასთან ტატიანა ლევიცკაია-შუკვანია (52 კგ). მას ამჟამად 242 ქულით 58-ე ადგილი უკავია და იმისთ, რომ კვალიფიცირებულის სტატუსი მიიღოს, 27 ძიუდოისტი ჰყავს ჩამოსატოვებელი.

27 ძიუდოისტი ჰყავს ჩამოსატოვებელი ეთერი ლიპარტელიანსაც (57 კგ). მას ამჟამად 244 ქულით 58-ე ადგილი უკავია.

კვალიფიცირებულის სტატუსი მოპოვების შანსები აქვთ მარიამ ჭანტურიას (70 კგ) – N68, 143 ქულა და სოფიო სომხიშვილს N59, 100 ქულა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...