ტოკიო 2020-ის კვალიფიცირებულის სტატუსი ამ დროისთვის 13 ქართველ ძიუდოისტს აქვს (ვიდეო)

გუშინ დიუსელდორფში დასრულებულმა გრან სლემმა ძიუდოისტთა რეიტინგებში ცვლილებები გამოიწვია.

“აიპრესი” მკითხველს სთავაზობს ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის დღეის მდგომარეობით შედგენილი ოლიმპიურ საკვალიფიკაციო რეიტინგის სათავეში მყოფი და ქართველი ძიუდოისტების, აგრეთვე ადრე საქართველოს სახელით მოასპარეზე ან საქართველოსთან ფესვებით კავშირის მქონე, ოლიმპიური ლიცენზიისთვის მებრძოლი ძიუდოისტების მიერ რეიტინგში დაკავებული ადგილების შესახებ ინფორმაციას
 
შეგახსენებთ, რომ ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტების უმეტესობა – 18 ძიუდოისტი თითოეულ წონით კატეგორიაში, სულ 252 ძიუდოისტი, ამ რეიტინგის მიხედვით დაიშვება (იმ შემთხვევაში, როდესაც ერთი ქვეყნიდან რამდენიმე ძიუდოისტს აქვს მოგროვილი სალიცენზიო ქულები, ეროვნულ ფედრაციას უფლება აქვს სპორტსმენი არა რეიტინგში ადგილის, არამედ თავის შეხედულებისამებრ წარადგინოს), ერთი ყოველ წონაში ანუ სულ 14 ძიუდოისტი, მასპინძელი ქვეყნის კვოტაა, 100 ძიუდოისტი კონტინენტალური კვოტით მოხვდება ოლიმპიურ თამაშებზე, ხოლო 386-დან დარჩენილ 20 ადგილზე ოლიმპიური კომიტეტი თავის შეხედულებით მიიწვევს ძიუდოისტებს
 
ოლიმპიურ თამაშებზე გუნდურ შეჯიბრებაში ის ქვეყნები მიიღებენ მონაწილეობას, რომლებსაც ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო სიაში მოხვედრილი ქალების და კაცებისგან შეეძლებათ სრული გუნდის (3 კაცი და 3 ქალი) დაკომპლექტება.
 
ოლიმპიური თამაშების მონაწილეთა ვინაობა საბოლოოდ იმ რეიტინგის მიხედვით დადგინდება, რომელსაც ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია 2020 წლის 30 მაისს გამოაქვეყნებს თავის ვებ-საიტზე
 
ტოკიოში ასპარეზობისთვის საჭირო სალიცენზიო ნორმატივი ძიუდოისტს აქვს შესრულებული
 
60კგ
1. რიუჯი ნაგაიამა (იაპონია) – 6350 ქ
2. ნაოჰიშა ტაკატო (იაპიონია) – 5270 ქ
3. ელდოს სმეტოვი (ყაზახეთი) – 5018 ქ
7. რობერტ მშვიდობაძე (რუსეთი) – 3921 ქ
8. ლუხუმ ჩხვიმიანი – 3586 ქ
13. იაგო აბულაძე (რუსეთი) – 2803 ქ
14. თორნიკე ჭკადუა (ნიდერლანდები) – 2656 ქ
16. ამირან პაპინაშვილი – 2475 ქ
26. ლუკა მხეიძე (საფრანგეთი) – 1796 ქ
 
სალიცენზიო ზონაში მოხვედრის შანსები აქვთ:
33. თემურ ნოზაძე – 1432
46. ჯაბა პაპინაშვილი – 766
 
66კგ
1, მანუელ ლომბარდო (იტალია) – 5392 ქ
2. ჯოშირო მარუიამა (იაპონია) – 4950 ქ
3. ჰიფუმი აბე (იაპონია) – 4530 ქ
5. ვაჟა მარგველაშვილი – 3955 ქ
14, გიორგი ზანთარაია (უკრაინა) – 2981 ქ
28. ბაგრატ ნინიაშვილი – 1628 ქ
 
73კგ
1. სოიჩი ჰაშიმოტო (იაპონია) – 6379
2. რუსტამ ორუჯოვი (აზერბაიჯანი) – 5225 ქ
3. შოჰეი ონო (იაპონია) – 4000 ქ
23. ლაშა შავდათუაშვილი – 2445 ქ
 
ლიცენზიის მოპოვების შანსი აქვს:
38. გეორგიოს აზოიდისი (საბერძნეთი) – 1336 ქ
 
81კგ
1, მათიას კასე (ბელგია) – 6334 ქ
2. საგი მუკი (ისრაელი) – 5904 ქ
3. დომინიკ რესელი (გერმანია) – 4365 ქ
4. ვერტ ალბაირაკი-ვანო რევაზიშვილი (თურქეთი) – 4308 ქ
12. ტატო გრიგალაშვილი – 3233 ქ
13. ლუკა მაისურაძე – 3000 ქ
15. ალექსიოს ნტანაციდისი (საბერძნეთი) – 2932 ქ
18, ანრი ეგუტიძე (პორტუგალია) – 2429 ქ
 
სალიცენზიო ზონაში შესაძლოა მოხვდნენ:
30. შამილ ბორჩაშვილი (ავსტრია) – 1786 ქ
43. ვლადიმერ ახალკაცი – 923 ქ
 
90კგ
1. ნიკოლოზ შერაზადიშვილი (ესპანეთი) – 7851 ქ
2. ივანე ფელიპე სილვა გონსალესი (კუბა) – 4773 ქ
3. ნოელ ვან ტენდი (ნიდერლანდები) – 4709 ქ
10. ბექა ღვინიაშვილი – 3581 ქ
11. ლაშა ბექაური – 3442 ქ
 
სალიცენზიო ზონაში მოხვედრის შანსები აქვთ:
36. ავთანდილ ჭრიკიშვილი – 1423 ქ
38. გიორგი პაპუნაშვილი – 1322 ქ
 
 
100კგ
1. გუჰამ ჩო (კორეა) – 5220 ქ
2. მიხაელ კორელი (ნიდერლანდები) – 4866 ქ
3. ვარლამ ლიპარტელიანი – 4796 ქ
 
+100კგ
1. ლუკას კრპალეკი (ჩეხეთი) – 6171 ქ
2. ჰისაიოში ჰარაშავა (იაპონია) – 5530 ქ
3. გურამ ლიპარტელიანი – 5125 ქ
16. უშანგი კოკაური (აზერბაიჯანი) – 2518 ქ
17. გელა ზაალიშვილი – 2477 ქ
 
სალიცენზიო ზონაში შეიძლება მოხვდნენ:
28. ლევან მათიაშვილი – 1578 ქ
49. ქემა ერდოღანი – ჯაბა მუმლაძე (თურქეთი) – 686 ქ
 
ქალები
 
52კგ
ახლოსაა სალიცენზიო ზონასთან ტატიანა ლევიცკა-შუკვანი. იგი ამჟამად 1386 ქულით 31-ე ადგილზეა
 
57კგ
კონტინენტური კვოტით სალიცენზიო ზონაშია ეთერ ლიპარტელიანი. მას 1814 ქულით 27-ე ადგილი უკავია
 
70კგ
ჯერ კიდევ აქვს სალიცენზიო ზონაში მოხვედრის შანსი მარიამ ჭანტურიას – N55, 543 ქ
 
+78კგ
ძალზე მცირეა სალიცენზიო ზონაში სოფიო სომხიშვილის მოხვედრის შანსი. მას 12 ქულა აქვს და 87-ე ადგილზეა.
 
ასევე უაღრესად მცირეა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ძიუდოისტთა გაერთიანებული გუნდის (სამი ქალი – 57კგ, 70კგ, +78კგ და სამი კაცი – 73კგ, 90კგ, +90კგ) მონაწილეობის ალბათობა.
 
მოამზადა რაულ კაპანაძემ
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად