ტოკენ RChain-ის ღირებულება, რამდენიმე საათის განმავლობაში 214%-ით გაიზარდა

ტოკენ RChain-ის ღირებულებამ, ბოლო რამდენიმე საათში 0,183 აშშ დოლარის ნიშნულს მიაღწია. ზრდამ 214% შეადგინა. ამ დროის განმავლობაში, ალტკოინის სავაჭრო მოცულობა ფაქტობრივად ორჯერ გაიზარდა და ამ ეტაპზე 75 ათას აშშ დოლარს შეადგენს. მონეტას ამ მომენტისთვის, Coinmarketcap-ის რეიტინგში რიგით 74-ე ადგილი უჭირავს.

ტოკენი წარმოდგენილია რამდენიმე არც ისე დიდ საფონდო ბირჟაზე და KuCoin-ის პლატფორმაზე. RChain-ის გარიგებების ძირითადი ნაწილი Bitinka-ს პლატფორმაზე, USDT-თან ერთად ხდება, 23% კი მოდის KuCoin-ის პლატფორმაზე, ბიტკოინთან ერთად, ხოლო 20% ამავე ბირჟაზე, Ethereum-თან ერთად.

აგვისტოს შუა რიცხვებში, ტოკენ biUSD-ის ფასი გაიზარდა 2650%-ით, რის შემდეგაც იგი მკვეთრად დაუბრუნდა ისევე თავის ნიშნულს. ბოლო თვეების განმავლობაში აგრეთვე რეკორდული ზრდა დააფიქსირა ალტკოინმა Wixlar. იგი ერთი კვირის განმავლობაში 533%-ით გაძვირდა და მსოფლიოს უმსხვილესი კაპიტალიზაციის მქონე კრიპტოვალუტების ასეულში მოხვდა. ამის შემდეგ, მისი კურსი 82%-ით დაეცა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...