ტოკენ Ocean Protocol-ის ფასი 600%-ით გაიზარდა

11 სექტემბრის დილით, ტოკენ Ocean Protocol-ის ღირებულება ერთბაშად 600%-ით გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწია, რაც 0,170 აშშ დოლარია.

Coinmarketcap-ის მონაცემების მიხედვით, იმ მომენტისათვის, ალტკოინებით ვაჭრობის მოცულობა თითქმის 6-ჯერ შემცირდა, 2,8 მილიონი აშშ დოლარიდან 0,4 მილიონ აშშ დოლარამდე ჩამოვიდა.

მონეტის კაპიტალიზაციამ 48 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია და მსოფლიოს ციფრული ფულების რეიტინგში რიგით 87-ე ადგილი დაიკავა.

Ocean Protocol-ი რამდენიმე საფონდო ბირჟაზეა წარმოდგენილი, მათ შორის ისეთ მსხვილ პლატფორმებზე, როგორიც არის KuCoin და Bittrex. ალტკოინებით ვაჭრობის მოცულობის 64% კი სამხრეთ კორეულ პლატფორმა Coinbit-ზე მოდის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...