ტოიოტამ 6,5 მილიონი ავტომობილი, მექანიზმის გაუმართაობის გამო უკან გაიწვია

კომპანია Toyota Motor Corp-მა, 6,5 მილიონი ავტომობილი, შუშის მართვის მექანიზმის გაუმართაობის გამო, უკან გაიწვია. დეფექტის შედეგად შეიძლება მოხდეს მოკლე ჩართვა, რამაც შეიძლება ხანძარი გამოიწვიოს, – წერს ბლუმბერგი.

დეფექტის მიზეზი, შუშის მართვის მოწყობილობაში მოთავსებული სითხის არასაკმარისი რაოდენობაა, რაც ბლოკის გადაწვას იწვევს და ხანძრის გაჩენის საშიშროებას ქმნის. როგორც კომპანიაში აცხადებენ, აღნიშნული მიზეზის გამო, ავტოავარიის შესახებ ინფორმაცია არ დაფიქსირებულა. ავტომობილის ერთმა მფლობელმა, ხელის დაწვის შესახებ განაცხადა, ხოლო კომპანიის 11-ი კლიენტის ინფორმაციით, მათი ავტომობილების კარის შიდა ზოგიერთი ნაწილი დადნა, რისი მიზეზიც სწორედ აღნიშნული გაუმართაობაა.

უკან გაწვეული ავტომობილებიდან 2,7 მილიონი მოდელი აშშ-ია, 1,2 მილიონი – ევროპაში, ხოლო კიდევ 600 ათასი – იაპონიაში. ტოიოტა-ს განცხადების მიხედვით, კომპანიის დილერები ჩაატარებენ გამოძიებას და მექანიზმის მუშაობაში ხარვეზების დაფიქსირების შემთხვევაში, მოდელს შეუცვლიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად