ტოჩინოშინმა სანახაობრივად ძალზე ლამაზ და დაძაბულ ბრძოლაში გაიმარჯვა (ვიდეო)

დღეს ტოკიოში აკი ბაშოს მესამე დღე იყო.

ჯურიო დივიზიონში გაგამარუმ სოკოკურაი ოშიდაშით დამარცხა და დადებით ბალანსზე გავიდა – 2:1

მაკუჩი დივიზიონში სტარტზე განცდილი ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანი შეხვედრა ჰქონდა ტოჩინოშინს. მის დღევანდელ მეტოქეს, პირველი მაეგაშირას, იაპონელ ჰოკუტოფუჯის საწყისი ორი შეხვედრა მოგებული ჰქონდა და დღეს მორიგი გამარჯვების იმედით განწყობილი გავიდა დოჰიოზე.

შეხვედრა უაღესად დაძაბული და ამავე დროს სანახაობრივად ლამაზი გამოდგა.მეტოქეებმა ტოლი არ დაუდეს ერთმანეთს და შეხვედრა სუმოსთვის უჩვეულოდ ხანგრძლივი დრო გაგრძელდა.

საბოლოოდ, შერკინების დაწყებიდან 23 წამის შემდეგ დოჰის წრეზე “გამაგრებული” ჰოკუტოფუჯმა ტოჩინოშინის მიძალებაც ვეღარ გაუძლო და მასზე ჩაჭიდებულ ტოჩინოშინთან ერთად მაყურებლებში გადავარდა და თავად ზურგზე, ტოჩინოშინი კი ჰოკუტოფუჯზე დავარდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...