ტოჩინოშინმა ოძეკის ტიტული ვერ შეინარჩუნა (ვიდეო)

ტოკიოში დღეს აკი ბაშოს ბოლოსწინა დღის შეხვედრები გაიმართა

ტოჩინოშინის მეტოქე მიოგირიუ იყო. ტოჩინოშინს სასტარტო შეჯახება არ გამოუვიდა, მიუგირიუმ კი მისი მავაში მოიგდო ხელთ და იორიკირით გაიმარჯვა.

ლევან გორგაძემ ბოლო დღის შერკინების შედეგის მიუხედავად უკვე გაიფორმა უარყოფითი ბალანსი და შემდეგ ბაშიოზე ის ოძეკი აღარ იქნება.

ჯურიო დივიზიონში გაგამარუმ მაკუშიტა კოტოტებაკი დაამარცხა და ბალანსი 6:8-თან გაუხდა

აკი ბაშოზე ბოლო დღის შეხვედრების წინ თერთმეტ-თერმეტი მოგებით დაწინაურებულები არიან სეკივაკეები მიტაკეუმი და ტაკაკეისო და N8 მაეგაშირა ოკინიუმი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად