ტოჩინოშინმა ნავსი გატეხა (ვიდეო)

ტოკიოში აკი ბაშოზე დღეს სუმოტორებმა ეკვატორი გადალახეს.

ტოჩინოშინის მეტოქე შოდაი იყო. ზედიზედ რამდენიმე დასანანი წაგების შემდეგ ტოჩინოშინმა როგორც იქნა გატეხა ნავსი და შოდაი ცუკიოტოშის ილეთით დაამარცხა. ტოჩინოშინმა ოდნავ გამოაკეთა ბალანსი, 8 დღის შემდეგ სამი მოგება აქვს ხუთი მარცხის წილ და დარჩენილ 7 შეხვედრაში 5 გამარჯვება ესაჭიროება ოძეკის წოდების შენარჩუნებისთვის.

ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე შოტა ენდო იქნება. მას აკი ბაშოზე განვლილი რვა დღის შემდეგ 6 გამარჯვება აქვს

ჯურიო დივიზიონში გაგამარუ კაიშოსთან იორიკირით დამარცხდა და ბალანსი 3:5 გაუხდა.

ხვალ გაგამარუს მეტოქე კოტონოვაკა იქნება. მას 8 დღის შემდეგ ექვსი შეხვედრა აქვს მოგებული

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად