ტოჩინოშინმა მეტოქე დოჰიოდან გააგდო, თუმცა მსაჯების აზრით მან ეს წესების დარღვევით მოახერხა (ვიდეო)

დღეს, ტოკიოში აკი ბაშოს მესამე დღის შეხვედრები გაიმართა.

ჯურიო დივიზიონში გაგამარუ იტიამამოტოსთან დამარცხდა შიტატედაშინაგეს ილეთით და თანაბარი ბალანსი გაუხდა.

მაკუჩი დივიზიონში ტოჩინოშინი აბის შეხვდა. გუშინ ლევან გორგაძემ ნავსი გატეხა და ვი ზედიზედ 9 წაგებული შეხვედრის შემდეგ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მეტად საჭირო გამარჯვება მოიპოვა. დღეს იგი აბის იოლად გაუმკლავდა და დოჰიოდან ორთაბრძოლის დასაწყისშივე მოისროლა, თუმცა მსაჯებმა ჩათვალეს, რომ მან აბის თმებში მოქაჩა და ისე გააგდო დოჰიოდან.

ლევან გორგაძეს წაგება ჩაეთვალა და ბალანსი 1:3 გაუხდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად