ტოჩინოშინმა აკი ბაშო ჰოკუტოფუჯისთან მარცხით დაასრულა (ვიდეო)

ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანის” სასახლეში აკი ბაშოს ბოლო, მე-15 დღის შეხვედრები გაიმართა

ტოჩინოშინის მეტოქე დღეს აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირა, 28 წლის იაპონელი ჰოკუტოფუჯი იყო. დღევანდელ შეხვედრამდე ურთიერთშეხვედრებში ანგარიში ტოჩინოშინის სასარგებლოდ იყო – 5:3 და ბოლო სამი შეხვედრაც მას ჰქონდა მოგებული, მაგრამ, სამწუხაროდ, დამაიმედებელმა სტატისტიკამ ბრძოლის შედეგში ვერ ვერ ჰპოვა ასახვა. ტოჩინოშინი დამარცხდა და ბაშო მინუს 3 ბალანსით დაასრულა.

დღის ცენტრალურ შეხვედრაში შოდაის და ტობიზარუს შორის იმპერატორის თასის ბედი წყდებოდა. შოდაი გამარჯვების შემთხვევაში უპირობოდ ხდებოდა თასის მფლობელი, დამარცხების შემთხვევაში კი ტობიზარუსთან ან ტობიზარუსთან და ტაკაკეიშოსთან ერთად გააგრძელებდა თასისათვის ბრძოლას.

ტობიზარუმ ფიცხელი ბრძოლა გაუჩაღა შოდაის და და სულ მცირე ორჯერ მისი გამარჯვებ გარდაუვალი ჩანდა, თუმცა შოდაიმ შეძლო თავის დაცვა და შემდეგ ცუკიოტოშის ილეთით მეტოქის დამარცხება.

13 მოგებით ორი მარცხის წილ იმპერატორის თასის მფლობელი შოდაი გახდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად