ტოჩინოშინისთვის ნაგოა ბაშო დასრულდა, გაგამარუ ისევ აგებს

უაღრესად ცუდად დასრულდა ნაგოია ბაში -2019 ქართველი სუმოტორ ტოჩინოშინისთვის, ძალზე ცუდად გრზელდება იგი მეორე ქართველ სუმოტორ გაგამარუსთვის.

მუხლის და მხრის ტრავმის გამო ტოჩინოშინი სრულფასოვნად ბრძოლას ვერ ახერხებდა და სტარტზე ხუთიდან ხუთი დამარცხების შემდეგ მან კიუჯო გამოაცხადა – მოეხსნა შეჯიბრებიდან.

ტოჩინოშინს კვლავ კადობანში ჩააყენებენ და მას სექტემბრის ბაშოზე, იაპონიაში რაგბიში მსოფლიო თასის გათამაშების წინ, ოძეკის ტიტულის დაცვისთვის მოუწევს ბრძოლა – 15-დან სულ მცირე 10 შეხვედრის მოგება დასჭირდება.

ჯურიო დივიზიონში წინა ბაშოზე ჯურიო N2-მდე აღზევებული და მაკუჩი დივიზიონში გადასვლისთვის საბრძოლველად განწყობილი გაგამარუ კი მარცხს-მარცხზე განიცდის. დღეს მან მეხუდ წააგო და მკვეთრად უარყოფითი ბალანსი აქვს – 1:5

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...