ტოჩინოშინი ტაკაკეიშოსთან დამარცხდა (ვიდეო)

ტოკიოში აკი ბაშოს დასკვნითი მესამედის პირველი დღის ორთაბრძოლები გაიმართა.

დღეს დაწინაურებულთაგან მარცხი განიცადეს ოკინოუმმა, ასანოიამამ და მიტაკეუმმა და აკი ბაშოზე 9 მოგებით ეულად გალიდერებულ მეისეისთან დაწყვილების შანსი მიეცა ტოჩინოშინის დღევანდელ მეტოქეს, ოძეკის წოდების დაბრუნებისთვის მებრძოლ ტაკაკეიშოს. მან ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა და ტოჩინოშინი ოკურიტოშის ილეთით დაამარცხა.

11 დღის შემდეგ ლევან გორგაძეს 5 გამარჯვება აქვს 6 მარცხის წილ და მას ოძეკის წოდების შესანარჩუბებლად დარჩენილი ოთხი შეხვედრიდან სამი გამარჯვება ესაჭიროება.

ხვალ ტოჩინოშინი მიტაკეუმს შეხვდება

ჯურიო დივიზიონში გაგამარუმ ჰატაკიკომის ილეთით დამარცხა იროდორი 4:7 გაუხდა ბალანსი და აკი ბაშოს დადებითი ბალანსით დასრულების შანსი შეინარჩუნა.

ხვალ გაგამარუ კირიბაიამას (ბალანსი აკი ბაშოზე 5:6) შეხვდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად