ტოჩინოშინი მეოთხედ დამარცხდა (ვიდეო)

ტოკიოში აკი ბაშოს მეექვსე დღის შეხვედრები გაიმართა.

ტოჩინოშინის მეტოქე მონღოლი ტამავაში იყო. დოჰიოდან ერთდროულად გადავარდნის მომენტში ტოჩინოშინი წამით ადრე შეხო თიხნარს და დამარცხება ჩაეთვალა. ექვსი დღის შემდეგ მისი ბალანსია 2:4

ხვალ ტოჩინოშინი დაიეიშოს შეხვდება. მას აკი ბაშოზე ექვსი შეხვედრიდან 2 მოგება და 4 წაგება აქვს.

ჯურიო დივიზიონში გაგამარუმ კიოკუშუხოსთან ჰატაკიკომის ილეთით წააგო და თანაბარი ბალანსი გაუხდა – 3:3

ხვალ გაგამარუს მეტოქე ტობიზარუ იქნება. მას აკი ბაშოზე ექვსი დღის შემდეგ 2 შეხვედრა აქვს მოგებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად