ტოჩინოშინი დამარცხდა (ვიდეო) – თუმცა, იმპერატორის თასი მოპოვების შაანსს ინარჩუნებს

ტოკიოში მიმდინარე ნაცუ ბაშოს დასრულებამდე ოთხი დღე რჩება. დღეს “რიოგოკუ კოკუგიკანი”-ს დარბაზში რიკიშები მეთერთმეტე დღის შეხვედრებს ატარებდნენ. ჯურიო დივიზიონში აღმოსავლეთის ჯურიო N7 გაგამარუ (32 წლის, 186სმ, 199კგ, ბალანსი ნაცუ ბაშოზე 7-3) ჯურიო N11-ს, მონღოლ კირიბაიამას (23 წლის, 184სმ, 129კგ, ბალანსი ნაცუ ბაშოზე 6-4) შეერკინა.

დღემდე მათ შორის გამართულ ერთადერთ შეხვედრაში, 2019 წლის იანვრის ბაშოს პირველ დღეს, გამარჯვება გაგამარუმ მოიპოვა. დღეს კირიბაიამამ აიღო რევანში

მაკუჩი დივიზიონში დაწინაურებული სამი რიკიშიდან ერთ-ერთმა, დასავლეთის მე-8 მაეგაშირამ, იაპონელმა ასანოიამამ (25 წლის, 187სმ, 177კგ, ბალანსი 9-1) დღეს სადანუმი (184სმ, 144კგ, ბალანსი ბასოზე 5-5) დაამარცხა

ლიდერთა ტრიუმვირატში მყოფმა მეორე რიკიშმა, დასავლეთის სეკივაკემ ტოჩინოშინმა, შეხვედრა დასავლეთის მე-4 მაეგაშირა, იაპონელ აბისთან (25 წლის, 187სმ, 150კგ, ბალანსი ბაშოზე 6-4, ბალანსი ლევანთან 0:3) გამართა და დამარცხდა.

ხვალ ლევანი დასავლეთის მე-7 მაეგაშირას, იაპონელ მეისეის (23 წლის, 180სმ, 150კგ, ბალანსი ნაცუ ბაშოზე 7-4) პირველად შეხვდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად